Menu
SCS 8000E   

 SCS-8000E

 

მრავალფუნქციური მართვის მოწყობილობა

SCS 8000E   

 SCS-8000E

 

მრავალფუნქციური მართვის მოწყობილობა

ფუნქციები

SCS-8000E არის მაღალი წარმადობის ჩაშენებული და ინტეგრირებული მრავალფუნქციური მართვის მოწყობილობა (MCU), რომელიც უზრუნველყოფს IP-ზე დაფუძნებული ვიდეო კონფერენციების ხიდის (კავშირის) პლატფორმას. ეს ინოვაციური მოწყობილობა აერთიანებს ისეთ ინტეგრირებულ სერვისებს, როგორებიცაა გეითქიფერი (Gatekeeper), პროქსი და T.120, ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობის ან სერვერის განლაგების გარეშე არსებულ ქსელის გარემოში. ინტერნეტის, ვირტუალური კერძო ქსელის  (VPN-Virtual Private Network), ან გამოყოფილი ხაზების მიუხედავად, SCS-8000E საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად შემოკლებული არქიტექტურით შეცვალოს ტრადიციული "პლატფორმა+დამატებითი სერვერის" სტრუქტურა. SCS-8000E-ს გააჩნია ეფექტური H.264 ვიდეო კოდირება/დეკოდირების ტექნოლოგიის და H.239 ორმაგი ვიდეო ნაკადის სტანდარტის მხარდაჭერა. ის ასევე უზრუნველყოფს მედია დამუშავების ისეთ ძლიერ შესაძლებლობებს, როგორებიცაა, უწყვეტი თანაარსებობა და ინტელექტუალური აუდიო შერევა (Intelligent Audio Mixing).

პროდუქტის ძირითადი მაჩვენებლები

- კონფერენციის ხარისხი
ეფექტური H.264 ვიდეოკოდეკის და აუდიო დამუშავების ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით, SCS-8000E-ს შეუძლია მიაღწიოს ვიდეოკონფერენცის ეფექტის DVD გამოსახულების გარჩევადობას და მოახდინოს H.239 ორმაგი ვიდეო ნაკადის სტანდარტის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას აძლევს მრავალ საიტს გაცვალონ კომპიუტერის გამოსახულებები 1024 × 768 გარჩევადობით.

- წვდომის მოქნილი ტევადობა
SCS-8000E კონფიგურირებულია 8 ~ 64 არხის წვდომის და 16 ჯგუფის ერთდროულად სათათბიროდ ტევადობაზე. წვდომის ყველა კვანძს გააჩნია 4 მბ/წმ-დე ნაკადის გატარების ზოლის მხარდაჭერა. ეს არის ძალიან მოსახერხებელი მრავალი, სხვადასხვა გატარების ზოლის ქსელებისათვის, როგორებიცაა მაგალითად ინტერნეტი, გამოყოფილი ხაზები ან LAN-ი.

- საუკეთესო ქსელური ადაპტაცია
ჩაშენებული proxy სერვისით, SCS-8000E-ს გააჩნია NAT/firewall transversal-ების მხარდაჭერა და იძლევა დამაბოლოებელი მოწყობილობების ნებისმიერ ადგილას, ქსელის უსაფრთხოების პოლისის გარეშე განთავსების საშუალებას. IPLR (Intelligent Packet Loss Recovery - პაკეტების დაკარგვის ინტელექტუალურად აღდგენა) და QoS ტექნოლოგიების გამოყენებით, SCS-8000E უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას სხვადასხვა ქსელის გარემოში, დაშორებული ადგილიდან ADSL კავშირითაც კი, კონფერენციაზე წვდომის ხარისხი  შეიძლება შენარჩუნდეს დამაკმაყოფილებლად.

მძლავრი საკონფერენციო ფუნქციები
4, 9, ან 16 ადგილიდან კონფიგურირებისას, უწყვეტად თანაარსებობის და ინტელექტუალური აუდიო შერევის ფუნქციებით, SCS-8000E-ს გააჩნია, მრავალი მონაწილისაგან შემდგარი, საუკეთესო ინტერაქტიული კონფერენციის მხარდაჭერა. კონფერენციის შაბლონი და კონფერენციის დაჯავშნის ბრძანება, ღილაკის ერთი დაჭერით, ნებისმიერ დროს იძლევა სხვადასხვა მონაწილეთა რაოდენობის და პარამეტრების კონფერენციის ინიცირების საშუალებას. გარდა ამისა, კონფერენციის სრულყოფილად მართვისათვის, შესაძლებელია სხდომის მართვის სისტემის (Meeting Control System -MCS) მოხერხებული GUI (graphical user interface) პროგრამის გამოყენება.

- მაღალი უსაფრთხოება და საიმედოობა
SCS-8000E იძლევა მაღალი საიმედოობის 128-ბიტიან შიფრირების მექანიზმს, კონფერენციის ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მის დიზაინში ჩაშენებული არქიტექტურა და მკაცრი ავტორიზაციის პოლისი, სრულად იცავს სისტემის უსაფრთხოებას და აღკვეთს მასში არასანქცირებულ შეღწევას.

- რენტაბელური და დაცული ინვესტიცია
ერთ აპარატურულ პლატფორმაში ჩაშენებული და ინტეგრირებული ისეთი სერვისები, როგორებიცაა GK (გეითქიფერი), proxy და T.120, SCS-8000E-ს ხდის "ყველა-ერთი გადაწყვეტით" მოდულად იმ ფუნქციებისათვის, რომლებსაც სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა მრავალი მოწყობილობა და სერვისი. ასე რომ, სისტემის მონტაჟის და ექსპლუატაციის ხარჯები საგრძნობლადაა შემცირებული. სრულად დაცულია თქვენი ინვესტიციაც, რადგან სისტემის განახლება-მოდერნიზება, ტევადობის, ახალი პროტოკოლების და ფუნქციების თვალსაზრისით, შესაძლებელია ბოლო ვერსიის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

მახასიათებლები

 სტანდარტების ჩამონათვალი
სისტემის სტანდარტი: H.323
ვიდეო სტანდარტი: H.261, H.263, H.263+, H.264, MPEG-2, და MPEG-4
აუდიო სტანდარტი: G.711, G.722, G.722.1 Annex C/Polycom? Siren14TM, G.722, G.723.1, G.728, G.729, MP3
ორმაგი აუდიო სტანდარტი: H.239
ქსელის პროტოკოლი: TCP/IP, Telnet, HTTP, FTP, SNMP, DHCP, RTP/RTCP
სხვა სტანდარტები: H.225, H.231, H.235, H.241, H.242, H.243, H.245, H.281, T.120 

- სისტემის ტევადობა
ცხრა ასარჩევი კონფიგურაცია: 8, 12, 16, 24, 32, 40, 48, 56, და 64 მონაწილე
კონფერენციების მაქსიმუმ 16 ჯგუფის ერთდროულად მხარდაჭერა

- ქსელის ინტერფეისი
16 ან ნაკლები მონაწილე: ორი 10/100მბიტ ინტერფეისი
24 ან მეტი მონაწილე: ერთი 10/100მბიტ ინტერფეისი, და ერთი 10/100/1000მბიტ ინტერფეისი (ელექტრული ინტერფეისი)

- კონფერენციის სიჩქარე
4 მბ/წმ-დე

- ვიდეო გარჩევადობა
QCIF (176 × 144)
CIF (352 × 288)
4CIF (704 × 576)
VGA (640 × 480)
SVGA (800 × 600)
XGA (1024 × 768)

- მუდმივად თანაარსებობა
2, 3, 4, 9 და 16 სურათი, N + 1 სანიმუშო სტილი
სურათის დინამიკური ავტოტრასირება
ხმამაღლამოლაპარაკე ნაჩვენებია ჩარჩოს ფერით

- აუდიო ფუნქციები
ინტელექტუალური აუდიო შერევა
სიჩუმის და მონჯის რეჯიმების მართვა
ხმის აქტიურობის დეტექტირება

- კონფერენციის ფუნქციები
კონფერენციის შაბლონი
კონფერენციის დაჯავშნა
ხელმძღვანელის მართვა, თავმჯდომარის მართვა, ხმის გააქტიურება, ავტომატური გამოკითხვა
ვიდეო ტერმინალის შეერთების გამოკითხვა, თავმჯდომარის გამოკითხვა, მომხსენებლის გამოკითხვა და საუბარში ჩართვის გამოკითხვა

- კასკადური კონფერენცია
ვიზუალური MCS პროგრამის მხარდაჭერა

- წარწერები (ტიტრები)
კონფერენციის  ტიტრების სკროლირება (გადახვევა)
კონფიგურაცია და მართვა WEB რეჟიმში
წარწერების შეყვანა ან ფაილების ჩატვირთვა
ჯგუჯების გაგზავნა ან ამორჩევით გაგაზავნა

- ორმაგი ვიდეო ნაკადი
H.239 ორმაგი ვიდეო ნაკადი
რეგულირებადი ორმაგი ნაკადის გატარების ზოლის არჩევა
წარმოშობილი ორმაგი ნაკადის სწორად დაყენება

- მონაცემთა კონფერენცია *
T.120 სტანდარტის კონფერენცია
სიხშირის დიაპაზონი: 64 კბ/წმ ~ 2 მბ/წმ
თეთრი (მარკერის) დაფა, აპლიკაციების გაზიარება, ფაილის გადაცემა და მრავალმონაწილიანი ფორუმი
მაქსიმუმ 32 მონაწილესთან წვდომის მხარდაჭერა
* ეს ფუნქციების მოდული არჩევითია

- ჩაშენებული GK (გეითქიფერი)
დამაბოლოვებელი მოწყობილობის რეგისტრაცია
მისამართების რეზოლუცია
გამოძახების მართვა
გატარების ზოლის მართვა
რეგიონალური მართვა

- ქსელის ადაპტაციის უნარი
NAT/firewall transversal
IPLR
QoS (DiffServ, IP Precedence)
ქსელის სხვადასხვა უბნებში წვდომა
მრავალმისამართიანი კონფერენცია

- უსაფრთხოების ფუნქციები
H.235 კონფერენციის შიფრირება
128-ბიტიანი განვითარებული შიფრირების სტანდარტი (AES - Advanced Encryption Standard)
კონფერენციის პაროლის დაცვა, კონფერენციის ჩაკეტვის დაცვა
მომხმარებლის იდენტიფიცირების და ავტორიზაციის მართვა 
მრავალმისამართიანი მომხმარებლის იდენტიფიცირება

- მართვა და მომსახურება
კონფიგურაცია ინტერფეისის რეჟიმში
დისტანციური კონფიგურაცია/განახლება
სისტემის ლოგები

- ელექტრული ფუნქციები
ინტეგრირებული სისტემის სიმძლავრის მოხმარება: ≤ 50W
კვება: AC (187 ~ 253V/47.5 ~ 52.5ჰც)
გარემოს პირობები:
დამიწების წინაღობა: ≤ 5Ω
სამუშაო ტემპერატურა: 0oC ~ 45oC
სამუშაო ტენიანობა: 10% ~ 90% (არა კონდრნსირებული)
ატმოსფერული წნევა: 86 ~ 106 kPa

- ფიზიკური მახასიათებლები
19-ინჩიანი 1U თარო
სიმაღლე × სიგანე × სიღრმე: 44მმ × 483მმ × 310მმ 
წონა: ≤ 4.7 კგ

მოწყობილობის ინტერფეისი

 8000Ereimage

 

შეერთების სქემა

 გამოყენება:

 

მრავალფუნქციური მართვის მოწყობილობა, როგორც წესი მონტაჟდება კორპორაციის მთავარ ოფისში. იგი პასუხისმგებელია დამაბოლოვებელ მოწყობილობასთან შეერთებაზე და კომუტაციაზე, ასევე კონფერენციის აუდიოვიზუალურ მონაცემთა ნაკადის გადაცემასა და დამუშავებაზე. დიდი სისტემებისათვის, Samcen-ის მაღალი წარმადობის SCS-8000E რეკომენდირებულია, რომ უზრუნველყოს მთავარ ოფისებთან შეერთება და მართვა. ქსელის ტიპიური სტრუქტურა მოცემულია ნახაზზე.

 

Video conferencing geo

 

SCS-8000E-ს გააჩნია ჩაშენებული გეითქიფერი (Gatekeeper) და NAT/Firewall transversal შესაძლებლობები. შესაბამისად, არ არის საჭირო დამატებითი გეითქიფერი და პროქსი სერვერი. ეს ამარტივებს ქსელის სტრუქტურას, ამცირებს ინვესტიციის მოცულობას და აუმჯობესებს მართვას. 

SCS-8000E უზრუნველყოფს 64 მონაწილემდე კონფერენც კავშირს და ერთდროულად მრავალი კონფერენციის მიმდინარეობას. მას გააჩნია მძლავრი დამუშავების შესაძლებლობები, მათ შორის, ვიდეოსინთეზი, აუდიო შერევა (მიქშირება) და ავტომატური გადაცემის სიჩქარე, რომლებითაც მიიღწევა ვიდეო კონფერენციის მაღალი წარმადობა და ხარისხი


დამატებით, მრავალ ინტერნეტ სერვისების მომწოდებლებთან (ისმ - ISP - Internet service provider) სისტემის წვდომის უნიკალური ფუნქცია, უზრუნველყოფს მრავალ ინტერნეტ მომწოდებლიან გარემოში გატარების ზოლის უკმარისობის პრობლემის გადაწყვეტას. იხ. ნახაზი

 

Video Conferencing 2geo

ლიტერატურა

 

PDF downlaod3

     SCS-8000E . . . > >

Go to top