![]() |
DS200M IP PBX DS200M უზრუნველყოფს IP, ანალოგური, ციფრული და ISDN ხაზების მხარდაჭერას |
DS200M უზრუნველყოფს ანალოგურ, ციფრულ, ISDN და IP თავსებად გადაწყვეტილებებს, რომლებიც იძლევიან ერთდროულად: აუდიო, ვიდეო და მონაცემთა, სწრაფ, ხარისხიან და მრავალ ფუნქციონალური კავშირის შესაძლებლობას საშუალო სიდიდის ბიზნესისათვის, შემდგომი, საკომუნიკაციო მოთხოვნების გაფართოების გათვალისწინებით.
გაფართოების შესაძლებლობა 144 TDM (ანალოგური და ციფრული ხაზი) და 750 IP ხაზამდე.
დამახასიათებელი ასპექტები
მოქნილი ტევადობა და პერიფერიული მოწყობილობები
DS200M სერიის IP საკომუნიკაციო სისტემებს გააჩნიათ სისტემური IP აბონენტების და SIP აბონენტების, ასევე, ხაზზე SIP და H.323 პროტოკოლების და ახალი თაობის აუდიო კომპრესიის ალგორითმების მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას და სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების გამოყენებას
პერიფერიული მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნან DS200 სერიის IP საკომუნიკაციო სისტემებში:
IP კომუნიკაციის შესაძლებლობა
აბონენტების და PBX-ის ადგილმდებარეობა შეიძლება იყოს სხვადასხვა. აბონენტებს შეუძლიათ მუდმივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს IP ქსელის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს, IP ტელეფონის, IP სოფტ-ფონის, WiFi ტელეფონის, VoIP შესაძლებლობის სმარტფონის და ა.შ. საშუალებით.
შესაძლებლობები დაშორებული ოფისებისათვის
თუ ბიზნესი ხორციელდება რამოდენიმე ადგილას, ფილიალის ნებისმიერ აბონენტს, IP ტერმინალით და ინტერნეტით, შეუძლია დაუკავშირდეს სატელეფონო სისტემას ცენტრალურ ოფისში, სხვა დამატებითი მოწყობილობების გარეშე.
ფაქტია, რომ, PBX-ის დაშორებულ აბონენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს მათი შიდა ნომრების გამოყენებით. სხვადასხვა ადგილას არსებული PBX-ებით ქსელის სტრუქტურის შექმნა უზრუნველყოფს მის მოხერხებულობას და ეკონომიურობას.
DS200M სერიის IP კავშირის სისტემები მუშაობენ შეთანხმებულად სხვა SIP და H.323 თავსებად მოწყობილობებთან (PBX, გეითვეი და სხვა) და უზრუნველყოფენ ეფექტური ფასის და მაღალი ხარისხის კავშირს მონაცემთა ქსელის საშუალებით, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია ან ასეთი იქნება მომავალში
ვიდეო გამოძახება
ყველა IP აბონენტს, რომელიც დაკავშირებულია DS200M სერიის IP კავშირის სისტემებთან, ვიდეოტელეფონის, სპეციალური ვიდეო მოწყობილობის ან სმარტფონის საშუალებით, შეუძლია ვიდეო გამოძახების განხორციელება, როგორც შიდა, ასევე გარე IP აბონენტებთან.
მობილურობა
სისტემა უზრუნველყოფს მობილობას ბიზნესში, მასში კომუნიკაციის შესაძლებლობით ადგილმდებარეობის მიუხედავათ. მობილურ თანამშრომლებს, SIP მხარდაჭერის სმარტ მობილური ტელეფონით, შეუძლიათ სისტემის ფუნქციების გამოყენება WiFi ან 3G ქსელით სადგურთან დაკავშირების შემთხვევაში.
უნიფიცირებული კომუნიკაციის შესაძლებლობები
DS200M სერიის IP კავშირის სისტემები უზრუნველყოფენ უნიფიცირებული კომუნიკაციის შესაძლებლობებს, მათ შორის: Voice-over-IP, fax-over-IP, გამოძახებების ჩაწერა, კონფერენცია, ვიდეო გამოძახება, თანაარსებობა, მყისიერი შეტყობინებები, მობილური აპლიკაციები, დაშორებული აბონენტები და დაშორებული ოფისი ერთი ინტეგრირებული სისტემის შიგნით.
თანაარსებობა (Presence)
თანაარსებობა საშუალებას აძლევს სხვა აბონენტებს, რომ დაინახონ: ეს აბონენტი ხელმისაწვდომია, დაკავებულია, ონლაინ/ოფლაინ რეჟიმშია, თუ გააჩნია მის მიერ არჩეული ტექსტის შეყვანის სპეციალური სტატუსი. თანაარსებობის ფუნქციის მეშვეობით შესაძებელია შეირჩეს სასურველ აბონენტთან შეღწევის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდი.
მყისიერი შეტყობინება
აბონენტებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა მყისიერ წერით ფორმაშიც. მიმოწერა ხორციელდება ძალიან სწრაფად და მყისიერი შეტყობინების მეშვეობით შესაძლებელია მისი ჩაწერა და შემდგომი შემოწმებაც, მომავალში რაიმე გაუგებრობისაგან დაზღვევის მიზნით.
EVM200, ავტომატური გამოძახების მისალმება-გამოძახების განაწილების (Call Distribution - ACD) და ხმოვანი ფოსტის მოდული,, ანაწილებს შემომავალ ზარებს გამოძახებულ შიდა აბონენტებთან ან დეპარტამენტებთან ოპერატორის დახმარების გარეშე. ხმოვანი ფოსტის ფუნქცია იძლევა სხვა, შიდა/გარე აბონენტისათვის, ან მათგან ხმოვანი შეტყობინების დატოვების საშუალებას. შიდა აბონენტს, დატოვებული შეტყობინების მოსმენა შეუძლია დაშორებული ადგილიდანაც. ამ კონფიგურაციის მეშვეობით შესაძლებელია, ერთდროულად 32 გამოძახებაზე პასუხი და ხმოვანი ფოსტის ტევადობის გაზრდა 20 საათამდე, რაც ამცირებს თანამშრომელთა დატვირთვას და ზრდის ორგანიზაციის ეფექტურობას.
ACD აპლიკაცია, რომელიც ინტეგრირებულია DS200M სერიის პროგრამულ უზრუნველყოფაში, უზრუნველყოფს 4 არხის გამოძახებაზე მისალმებას და მათ გადანაწილებას, სისტემაში EVM200-ის გამოყენების გარეშე.
კომპიუტერული ტელეფონიის ინტეგრაცია (Computer Telephony Integration - CTI)
DS200M სერიის IP კავშირის სისტემების გამოყენებას ამარტივებს კომპიუტერული ტელეფონიის ინტეგრაციის ფუნქცია, რომელიც ახდენს სატელეფონო ფუნქციების და არსებული ბიზნეს აპლიკაციების ინტეგრირებას. CTI-ის მხარდამჭერი სერვერი ინტეგრირებულია DS200 სერიის IP საკომუნიკაციო სისტემებში. ამასთან, ინდივიდუალური PC/სასერვერო მოწყობილობა აუცილებელი არ არის. Net-Console პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა საშუალებას, ავამოქმედოთ სისტემის CTI ფუნქციები პერსონალური კომპიუტერიდან, როგორც ანალოგური, ასევე ციფრული აბონენტებისათვის.
გამოძახებების დეტალური რეგისტრაციის პროგრამული უზრუნველყოფა
გამოძახებების რეგისტრაციის პროგრამული უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო დანახარჯების კონტროლის გზით, იძლევა მათი შემცირების შესაძლებლობას. DS200M სერიის IP საკომუნიკაციო სისტემებს შეუძლიათ გამოძახებების შეფასება რეგისტრაციის ინფორმაციის და ასევე, გასაზომი იმპულსების დეტექტირების და პოლარობის ცვლილების ფუნქციების გამოყენებით. Net-CM აპლიკაცია უზრუნველყოფს გამოძახებების ჩანაწერების გადაცემას ქსელის ნებისმირ კომპიუტერზე, გამოძახებების ღირებულების განსაზღვრის და სხვადასხვა ანალიზისათვის. Web-ზე დაფუძნებული Web-CM აპლიკაციის გამოყენებით, შესაძლებელია გამოძახებების სრული და კონკრეტული აბონენტის რეგისტრაციის ჩამონათვალის ნახვა და გადმოწერა სხვადასხვა PBX-ებიდან ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს.
ყველაზე იაფი მარშრუტი (Least Cost Routing - LCR)
DS200M სერიის IP კავშირის სისტემებს, LCR-ის ფუნქციის გამოყენებით, შეუძლიათ პირდაპირი გარე გამოძახების განხორციელება იმ მარშრუტით, რომელიც ამ მომენტში ყველაზე იაფია. ასე რომ, LCR ფუნქცია უზრუნველყოფს საკომუნიკაციო დანახარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას. ალტერნატიული მარშრუტის ფუნქცია იძლევა გამოძახების სხვა მარშრუტით განხორციელების საშუალებას, თუ ის ვერ შესრულდა პირველად არჩეული მარშრუტით. საერთოდ, IP ოპერატორების გამოძახებების მარშრუტიზაცია IP გარე ხაზებზე უზრუნველყოფს საკომუნიკაციო დანაზოგების მაღალ დონეს.
საკონფერენციო ოთახი
აბონენტებს კონფერენც გამოძახებებისას შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი "საკონფერენციო ოთახები", რომლებიც შეუძლიათ დააკონფიგურირონ და მართონ პერსონალურად, უფრო კონტროლირებადი და მრავალმონაწილიანი კონფერენციის მოსაწვევად.
მომსახურების ხარისხის (QoS) მხარდაჭერა
უზრუნველყოფს აუდიო ხარისხის უწყვეტობას, ქსელის მონიტორინგისა და საჭირო უსაფრთხოების ზომების მიღებით.
ფაირვოლი (Firewall)
ფაირვოლი იცავს სისტემას SIP შემოტევისაგან და უზრუნველყოფს კომუნიკაციის დაცულობას.
დაშიფრული გამოძახება
სტანდარტული sRTP/TLS კოდირება უზრუნველყოფს აუდიო კავშირის უსაფრთხოების მაღალ დონეს VPN-ის ინსტალაციის გარეშე.
მაღალი აუდიო ხარისხი
DS200M სერიის IP კავშირის სისტემებს გააჩნიათ თანამედროვე აუდიო კოდეკები. ასე რომ, საუკეთესო აუდიო ხარისხი მიიღწევა სტანდარტული ტერმინალებით, HD აუდიო ხარისხის მხარდაჭერით და Karel HD ტერმინალებით.
დახვეწილი ცენტრალური სატელეფონო წიგნი
აბონენტს შეუძლია შეიყვანოს ინფორმაცია DS200M სერიის IP საკომუნიკაციო სისტემის საერთო მახსოვრობაში. აბონენტებს შეუძლიათ მარტივად შეაღწიონ PBX-ის და ცენტრალურ სატელეფო წიგნებში, სახელის და T9 ალგორითმის გამოყენებით. LDAP თავსებად ტელეფონებს, ცენტრალური სატელეფონო წიგნის აპლიკაციის მეშვეობით, ამ ფუნქციის გამოყენება შეუძლიათ მაშინაც, როცა სატელეფონო წიგნი ატვირთულია გარეთა სერვერზე. ამ გზით, სატელეფონო წიგნის ახალ ინსტალაციამდე, LDAP ინტეგრაციის წყალობით შესაძლებელია კომპანიის ადრინდელი სატელეფონო წიგნის პირდაპირი გამოყენებაც.
მრავალი PBX-ის პროგრამირება
შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე ადგილას არსებული სხვადასხვა სისტემების მართვა და განახლება ერთი ინტერფეისის საშუალებით.
ავტომატური რეზერვის მენეჯერი
DS200M სერიის IP საკომუნიკაციო სისტემის ყველა მნიშვნელოვანი მონაცემები შეიძლება დარეზერვდეს ადვილად და სწრაფად, რეზერვის მენეჯერის საშუალებით. ასევე შესაძლებელია რეზერვირების ყველა პროცესის დაგეგმვა.
განგაშის პროგრამული უზრუნველყოფა
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ადგილას დამონტაჟებული DS200M სისტემების სტატუსი განგაშის პროგრამის გამოყენებით. ასევე შესაძლებელია პროგრამაში ავტვირთოთ სხვადასხვა სახის რუკები და მათზე განვალაგოთ DS200M სისტემები. ავარიის შემთხვევაში პროგრამა მოგვცემს გაფრთხილებას ორივე, ვიზუალური და აკუსტიკური სახით. ალტერნატიული შეტყობინების მისაღებად, პროგრამის შიგნით შეიძლება განისაზღვროს E-mail-ის მისამართი და GSM ნომერი.
SNMP
ჩაშენებული SNMP ინტერფეისი უზრუნველყოფს მრავალ-ადგილიანი სისტემების ერთი ადგილიდან მართვას. მრავალი პარამეტრი შეიძლება სწრაფად განისაზღვროს სტანდარტული SNMP პროგრამით. სხვა რაიმე სპეციალური აპლიკაციის გარეშე.
მომსახურება
ცენტრალურ პროცესორზე პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შესაძლებელია შეერთების ისეთი სხვადასხვა მეთოდებით როგორიცაა: TFTP ან SNMP ან TELNET.
პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციები
ოპერატორის ფუნქციები
ტექნიკური ფუნქციები
სასტუმროს სპეციფიკური ფუნქციებიs