Menu
ipg1000 ip PBX   

 IPG1000 და IPG სერიის IP PBX-ები

 

სერვერი, რომელიც აგებულია IP საკომუნიკაციო პლატფორმაზე

 

 

ipg1000 ip PBX   

 IPG1000 და IPG სერიის IP PBX-ები

 

სერვერი, რომელიც აგებულია IP საკომუნიკაციო პლატფორმაზე

 

 

რეზიუმე

IPG საკომუნიკაციო პლატფორმა შეიძლება დაკონფიგურირდეს, როგორც სოფტსვიჩი (სერვერი), კომპაქტური IP-ზე დაფუძნებული სისტემა ინტეგრირებული მედია გეიტვეით, ან, მედია გეიტვეის თაროს და სერვერის კომბინაცია

KAREL IPG წარმოსდგენს მოდულურ, სერვერზე აფუძნებულ IP საკომუნიკაციო პლატფორმას, რომელიც განკუთვნილია საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის

მოქნილი სტრუქტურა
Karel IPG საკომუნიკაციო პლატფორმა პასუხობს სხვადასხვა სახის ინტერფეისების მოთხოვნებს და ახდენს IP ინფრასტრუქტურის ინტეგრირებას ჰიბრიდულ და ტრადიციონალურ TDM ქსელებთან

აპარატურული ფუნქციები
მოთხოვნილი ინტერფეისების და ტევადობის შესაბამისად, IPG საკომუნიკაციო პლატფორმა გვთავაზობს სხვადასხვა აპარატურულ ოპციებს. მთლიანად IP კონფიგურაციის შემთხვევაში, სისტემა მუშაობს როგორც სტანდარტული სერვერი და უზრუნველყოფს მაქსიმუმ ტევადობას 32000 IP პორტი. თუ ასევე ტრადიციული სატელეფონო ინტერფეისებია მოთხოვნილი, მაშინ IPG500 და IPG1000 თაროები მუშაობს როგორც მედია გეიტვეი და იძლევიან მაქსიმუმ 32000 TDM პორტს. შესაბამისად სისტემის მაქსიმალური ტევადობა აღწევს 64000 პორტს. არსებობს ასევე IPG500 და IPG1000 თაროების კომპაქტურად გამოყენების ოპცია სერვერის მოთხოვნის გარეშე. ამ გზით, ერთი IPG500 თარო უზრუნველყოფს 224 TDM და 500 IP პორტს და 3 თაროიან ერთმანეთთან დაკავშირებულ IPG1000 სისტემას შეუძლია უზრუნველყოს მაქსიმუმ 1056 TDM და 2000 IP პორტი.

ფუნქციები

 სისტემური ფუნქციები
საკომუნიკაციო სისტემა წარმოადგენს ორგანიზაციის მნიშვნელოვან კომპონენტს და მას გააჩნია გადამწყვეტი როლი მისი ეფექტურობის გაზრდაში. IPG საკომუნიკაციო პლატფორმა ამარტივებს ორგანიზაციაში მიმდინარე სამუშაო პროცესს, ისეთი სერვისების გაერთიანების გზით როგორებიცაა: ინტეგრირებული ხმოვანი კომუნიკაცია, ხმოვანი ფოსტა, ხმოვანი ფოსტა Email-ით, ხმის რეგისტრაცია, ვიდეო/აუდიო კონფერენცია, თანაარსებობა, მყისიერი შეტყობინება, Microsoft Outlook-ის ინტეგრირება და ურთიერთქმედება. IPG საკომუნიკციო პლატფორმა მუშაობს SUSE Linux 12.2 ოპერაციულ სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ღია-დასრულებულ არქიტექტურას და ასევე, დამუშავების დაბალ მოთხოვნებს. სამრეწველო ტესტირებამ აჩვენა რომ, 1.6 გჰ სიხშირის მცირე წარმადობის სერვერი, ერთ ბირთვიან პროცესორზე და 512 მბიტი ოპერატიული მახსოვრობა, საკმარისია, 2000 IP აბონენტის მომსახურებისათვის განკუთვნილ, მთლიანად ფუნქციონალური IPG საკომუნიკაციო პლატფორმის საინსტალაციოდ . აშკარაა რომ, დამუშავების სიმძლავრის გაზრდით, გაიზრდება სისტემის მაქსიმალური ტევადობაც.

კონვერგენცია
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ უკვე მოიტანა კონვერგენციის კონცეფცია. დღეს შეუძლებელია იფიქრო თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებზე IT ინფრასტრუქტურის გარეშე. სატელეფონო ცნობარი მხოლოდ ნაწილია იმ მონაცემების, რომლებიც შენახულია ორგანიზაციის სერვერის LDAP -ში (Lightweight Directory Access Protocol). ანალოგიურად, მომხმარებლის ავტორიზაცია, RADIUS (Remote Authentication Dial In User Service) სერვერით პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტში შესაყვანად, ასევე გამოსადეგია IP ტელეფონების იდენტიფიკაციისათვის.

უკუთავსებადობა
IPG საკომუნიკაციო პლატფორმა არის იდეალური გადაწყვეტა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ უკუთავსებადობა (თავსებადობა წინა ვერსიებთან) ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლის დროს. ამის ერთ-ერთი მაგალითია IPv4 და IPv6 -ებთან შესაბამისობა.

მართვა

განაწილებული არქიტექტურ
IPG საკომუნიკაციო პლატფორმის ცალკეული ელემენტები განლაგებულია დამოუკიდებლად. სერვერის, სარეზერვო სერვერის ან მედია გეიტვეი თაროები შეიძლება განაწილდეს სხვადასხვა ადგილას. სერვერების და თაროების (მედია გეიტვეის) სრული ინტეგრაციისათვის IP ქსელში, SIP ან H.323, ტიპიური სახაზო პროტოკოლების დამატებით, IPG პლატფორმა იყენებს Karel-ის მიერ შექმნილ საკუთარ IPCC პროტოკოლს. IPCC საშუალებას აძლევს სისტემის განაწილებულ კომპონენტებს იმუშაონ როგორც ერთმა საკომუნიკაციო პლატფორმამ. სერვერსა და მედია გეიტვეის შორის კავშირის დარღვევის შემთხვევაში, მედია გეიტვეი ავტომატურად გადავა თვით გადარჩენის რეჟიმში და გააგრძელებს იგივე სერვისების განხორციელებას შიდა სერვერის საშუალებით. ეს შიდა სერვერი წარმოადგენს CPU (ცენტრალური პროცესორის) მსგავს პლატას, Qseven მოდულით, რომლის შესაძლებლობები და სიჭარბე ასევე შეიძლება გამოიყენებული იქნას სისტემის მუშაობის დროს.

მომხმარებლის ინტერფეისი
საკომუნიკაციო პლატფორმის ყველა ინტერფეისი დაფუძნებულია web-ზე და თასებადია ყველა პოპულარულ web ბრაუზერთან, ისეთი მობილური მოწყობილობების ბრაუზერების ჩათვლით, როგორებიცაა სმარტფონები და ტაბლეტები. ეს, ადგილმდებარეობის მიუხედავად, იძლევა მის დისტანციურად გამოყენების და მართვის საშუალებას.

მომავლის პერსპექტივა
IPG საკომუნიკაციო პლატფორმა საშუალებას აძლევს მზარდ ორგანიზაციებს, ნებისმიერ დროს გააფართოვონ მათი საკომუნიკაციო სისტემა მცირე დანახარჯებით.

გამოყენება

 მობილურობა
IPG უზრუნველყოფს საიმედო და ეკონომიურ საკომუნიკაციო პლატფორმას მობილური თანამშრომლებისთვის. Karel-ის სმარტფონებისა და სოფტფონების აპლიკაციები, სმარტფონრბის, პლანშეტური კომპიუტერებისა და ლეპტოპებისათვის, აფართოებენ უნიფიცირებული კომუნიკაციის შესაძლებლობებს 3G ან Wi-Fi ქსელში. DECT საბაზო სადგურების ან Wi-Fi შეღწევის წერტილების გამოყენებით, IPG საკომუნიკაციო პლატფორმა უზრუნველყოფს რადიო დაფარვას და იძლევა საიმედო უკაბელო კომუნიკაციის შესაძლებლობას მობილურ აბონენტებთან, კომპანიის ნებისმიერ წერტილში.

ორგანიზაციები და მათი ოფისები განლაგებულია სხვადასხვა ადგილას და ხშირად, თანამშრომლებიც არ იმყოფებიან ოფისში ერთ და იგივე დროს. გარდა ამისა, ზოგიერთ თანამშრომელს იშვიათად აქვს თან ტელეფონი. ამან გააჩინა იდეა, დაიზოგოს ოფისის რესურსები და ერთობლივად იქნას გამოყენებული სატელეფონო მოწყობილობები. IPG საკომინიკაციო პლატფორმის "ცხელი მაგიდის" (Hot Desking) ფუნქცია მომხმარებელს აძლევს, IP ტელეფონის გაზიარების (ერთობლივად გამოყენების) საშუალებას, მის საკუთარ ექაუნტზე შესვლის გზით. შესვლის შემდეგ, საერთო IP ტელეფონი ხდება აბონენტის პერსონალური ტელეფონი მისი საკუთარი ნომრით და პარამეტრებით. საერთო ტელეფონის გამოყენება გამოძახებების ჩანაწერების ჩამონათვალში დაფიქსირდება შიდა აბონენტის სპეციფიკური ნომრის სახით. ცხელი მაგიდის ფუნქციის ამოქმედების შემდეგ, საერთო ტელეფონი დაუყოვნებლივ გარდაიქმნება გაფართოებული ფუნქციების და გაზრდილი ავტორიზაციის მქონე ტელეფონად და ხშირად გამოიყენება მაგალითად, შეხვედრების და საკონფერენციო ოთახებში, ყავის ან ცივი წვენის მოსათხოვნად.


მომხმარებლის WEB გვერდი (WEB-კონსოლი)
IPG საკომუნიკაციო პლატფორმის გამოყენებისას აბონენტის სატელეფონო შესაძლებლობები არ არის შეზღუდული მისი ტელეფონის აპარატით. IPG საკომუნიკაციო პლატფორმის თითოეულ მომხმარებელს გააჩნია web-ზე დაფუძნებული ინტერფეისი გამოძახებების გასაკეთებლად და მისი ექაუნტის სამართავად პერსონალური კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან. მომხმარებელს შეუძლია აამოქმედოს გამოძახება, მართოს საკონფერენციო ოთახი, შეცვალოს გადამისამართების პარამეტრები, დაათვალიეროს გამოძახებების ისტორია, ნახოს გამოტოვებული გამოძახებები ან მიღებული ხმოვანი ფოსტა ვებ კონსოლის ინტერფეისზე.

MICROSOFT OUTLOOK ინტეგრაცია
IPG საკომუნიკაციო პლატფორმა ინტეგრირებულია Microsoft Outlook-ის პროგრამასთან. IPG საკომუნიკაციო პლატფორმის მომხმარებელს, შეუძლია მოახდინოს გამოძახება და გამოიყენოს სერვისული ფუნქციები მისი Email პროგრამიდან.

საკონფერენციო ოთახი
საკონფერენციო მომსახურება საშუალებას იძლევა დაიზოგოს მოგზაურობის ხარჯები და დრო. მომხმარებლებს, web-ზე დაფუძნებული ინტერფეისის საშუალებით, შეუძლიათ გამოიყენონ პაროლი, კონფერენციის მართვის, ან მათ საკონფერენციო ოთახში შეღწევის შეზღუდვის მიზნით.

მყისიერი შეტყობინება
IPG საკომუნიკაციო პლატფორმის IP ტელეფონის აბონენტს შეუძლია გააგზავნოს და მიიღოს მყისიერი ტექსტური შეტყობინებები.

თანაარსებობა
აბონენტების თანაარსებობის სტატუსი შეიძლება დათვალიერდეს web ინტერფეისით ან დაკავების ნათურების ველის (BLF-Busy Lamp Field) მქონე ტელეფონებით.

ვიდეო კომუნიკაცია
IPG საკომუნიკაციო პლატფორმის ყველა აბონენტს შეუძლია ისიამოვნოს ვიდეო კომუნიკაციით, IP ვიდეო ტელეფონების ან Karel-ის სმარტფონი/სოფტფონის გამოყენებით.

დეტალები

 WEB-ტელეფონი
IPG საკომუნიკაციო პლატფორმას გააჩნია დააწკაპუნე-ილაპარაკე ფუნქციის მხარდაჭერა, რომელიც ინიცირებულია ორგანიზაციის საიტიდან. ამ ვებ გვერდის შესაბამის ბმულზე დაწკაპუნებით, ვიზიტორს შეუძლია პირდაპირ დაელაპარაკოს წინასწარ განსაზღვრულ IPG საკომუნიკაციო პლატფორმის აბონენტს.

ავტო თანხლება
IPG საკომუნიკაციო პლატფორმაში ინტეგრირებული ავტო თანხლების ფუნქცია უზრუნველყოფს შემომავალი გამოძახებების ეფექტურ განაწილებას და ზრდის კორპორაციის იმიჯს.

ხმოვანი ფოსტა Email-ით
ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონიის ინტეგრაცია, წარმოადგენს კონვერგენციის სასურველ ფუნქციას კომუნიკაციაში. IPG საკომუნიკაციო პლატფორმის მომხმარებელს, უკვე კარგად ცნობილი ხმოვანი ფოსტის გამოყენებასთან ერთად, დამატებით შეუძლია ხმოვანი ფოსტა მიიღოს email-ის სახით.

ხმის რეგისტრაცია (გამოძახების ჩაწერა)
ხარისხის უზრუნველყოფა, მწარმოებლურობის შეფასება, ტრინინგი ან კანონიერი მოსმენა, არის ხმის რეგისტრაციის სისტემის გამოყენების ძირითადი მიზეზები. Karel-ის IPG საკომუნიკაციო პლატფორმა უზრუნველყოფს მთლიანად ინტეგრირებულ ხმის რეგისტრაციის გადწყვეტას, მონიტორინგის და შენახვის სხვადასხვა ვარიანტებით. დამატებით, ლოკალურ და დისტანციურ შემნახველ მოწყობილობებზე ჩაწერილი გამოძახებები შეიძლება დამუშავდეს, WEB-CM ინტერფეისით მიღებულ გამოძახებების რეგისტრაციის ჩამონათვალთან ერთად ან ავტომატურად გადაიგზავნოს email-ის დანართის სახით.

გამოძახებების დეტალური რეგისტრაცია (WEB-CM)
IPG საკომუნიკაციო პლატფორმის WEB-CM პროგრამული მოდული, უზრუნველყოფს გამოძახებების დეტალების ეფექტურ შენახვას, ანალიზს და მათი ფასის განსაზრვრას (ბილინგს). შესაძლებელია განისაზღვროს გამოძახებების ტარიფები აბონენებისთვის ან მაგისტრალური ხაზის ჯგუფებისთვის და სპეციფიური სატარიფო ცხრილის საფუძველზე შეიძლება დაპროგრამდეს ოპტიმალური პარამეტრები სხვადასხვა თარიღისა და დროის შესაბამისად.

FAX სერვერი
IPG საკომუნიკაციო პლატფორმას გააჩნია T.38 პროტოკოლის მხარდაჭერა, IP ხაზით ფაქსის შეტყობინებების გადაცემისათვის და ის გამოიყენებს ფაქსის სერვერს, ფაქსის შეტყობინებების email-ით გასანაწილებლად.

GSM გეტვეი და სწრაფი გადმორეკვა
IPG საკომუნიკაციო პლატფორმა სრულად თავსებადია Karel-ის GT40M GSM კარიბჭესთან (გეითვეი). ორგანიზაციის GSM გეითვეიდან განხორციელებული, გამოტოვებული (არნაპასუხები) გამოძახების არსებობის შემთხვევაში, ძირითადი დაბრკოლება წარმოიშობა მაშინ, როცა გამოსაძახებელ მობილურ აბონენტს სურს უკუ გამოძახების შესრულება. რადგან, საწყისი გამოძახება მობილურ ტელეფონზე გაივლის GSM გეითვეის, გამოსაძახებელ აბონენტს შეუძლია დაინახოს მხოლოდ GSM გეითვეიზე დაინსტალირებული სიმ ბარათის საერთო სატელეფონო ნომერი.

შესაბამისად, თუ მობილური აბონენტი ახდენს უკუ-გამოძახებას გამოტოვებულ (არნაპასუხებ) ნომერზე, ის დიდი ალბათობით ნაპასუხები იქნება ოპერატორის, ან ავტოათანმხლები მოპასუხის მიერ და არა კონკრეტულად იმ შიდა აბონენტის მიერ, ვინც განახორციელა საწყისი პირველადი გამოძახება. ასეთ შემთხვევაში, IPG საკომუნიკაციო პლატფორმა ავტომატურად გადაამისამართებს მობილურიდან შესრულებულ უკუ-გამოძახებას საწყის გამომმძახებელ აბონენტთან..

სხვა სისტემებთან ინტეგრირება
IPG საკომუნიკაციო პლატფორმის ინტეგრირება შესაძლებელია სხვადასხვა სახის გადაწყვეტებთან სტანდარტული ინტერფეისების და პროტოკოლების გამოყენებით. ინტეგრაციის გადაწყვეტები შეიცავს სასტუმროს/ქონების მართვის ისეთ სისტემებს, როგორიც არის მაგალითად: Fidelio, ვიდეო კონფერენცია, თანამშრომლობის გადაწყვეტები, უსაფრთხოების გადაწყვეტები, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის გადაწყვეტები და ქოლ ცენტრები.

WIDEA პროგრამული უზრუნველყოფა
WIDEA არის web-ზე დაფუძნებული მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, IPG საკომუნიკაციო პლატფორმის პროგრამირების, ექსპლუატაციის და განგაშის მართვისათვის. WIDEA-ს გამოყენებისას, სხვადასხვა ადმინისტრატორის ექაუნტს შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა ავტორიტეტის დონე. რადგან პროგრამული უზრუნველყოფა ეფუძნება web-ს, ადმინისტრატორს გააჩნია სისტემასთან მოხერხებულად და დისტანციურად შეღწევის უნარი კომპიუტერიდან და სმარტფონიდან.

დისტანციური პროგრამირება
IPG საკომუნიკაციო პლატფორმის ყველა პროგრამული კომპონენტი შეიძლება დისტანციურად ჩაიტვირთოს სისტემაში. სისტემასთან Ethernet-ით შეღწევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრატორს ნებისმიერი დაშორებული ადგილიდან შეუძლია შეასრულოს ყველა პროგრამული ფუნქცია.

ავტომატური კონფიგურაცია
ორგანიზაციაში IP ტელეფონების რაოდენობიდან გამომდინარე, მათი გადაკონფიგურირება ერთმანეთის მიყოლებით შეიძლება აღმოჩნდეს პრაქტიკულად შეუძლებელი. IPG საკომუნიკაციო პლატფორმის ავტო კონფიგურაციის ფუნქცია იძლევა, მათი ერთად ან ჯგუფურად დაკონფიგურირების საშუალებას

WEB-ზე დაფუძნებული მომხმარებლის ინტერფეისი
IPG საკომუნიკაციო პლატფორმის ყველა კომპიუტერული ინტერფეისი არის web-ზე დაფუძნებული. ნებისმიერი, web ბრაუზერთან თავსებადი აპარატურა, შეიძლება გამოვიყენოთ სისტემაში შეღწევისათვის ნებისმიერი ადგილიდან.

IT გარემოსთან თავსებადობა
IPG საკომუნიკაციო პლატფორმის აპარატურული კომპონენტები იდეალურად თავსდება IT ოთახში. სერვერებს და თაროებს გააჩნიათ 19” სტანდარტული კარადის თავსებადობა. რადგანაც კავშირი სისტემის ავტონომიურ კვანძებს შორის ხორციელდება მხოლოდ IP ქსელით, მათი ინტეგრაციისათვის საჭიროა მხოლოდ ქსელის სტანდარტული ელემენტები ან კაბელები, როგორიცაა CAT5/6 ან ოპტიკურ-ბოჭკობანი კაბელი. სისტემის ყველა ინტერფეისის პორტი (TDM პორტების ჩათვლით) საჭიროებს სტანდარტულ RJ45 კონექტორებს.

ოპერაციული სისტემა და კომპიუტერული პერიფერია
SUSE Linux 12.2 ოპერაციული სისტემა უზრუნველყოფს ღია-დასრულებულ არქიტექტურას და IPG საკომუნიკაციო პლატფორმაში ინფორმაციის დამუშავების შედარებით დაბალ მოთხოვნებს. შესაძლებელია IPG საკომუნიკაციო პლატფორმის სერვერს ან თაროს, პირდაპირ მივუერთოდ კომპიუტერული პერიფერია, როგორებიცაა: მონიტორი, კლავიატურა ან მაუსი.

IPv6-თან თავსებადობა
იმისათვის რომ, უზრუნველყუფილი იქნეს მომავალში განსახორციელებელი გადაწყვეტები, Karel-ის IPG საკომუნიკაციო პლატფორმა თავსებადია როგორც IPv4, IPv6-თან, ასევე, ჰიბრიდულ ქსელებთან, რომლებიც გამოიყენებენ IPv4,IPv6.

პირდაპირი ოპტიკურბოჭკოვანი შეერთება და შიდა Ethernet-ის კომუტაცია
IPG საკომუნიკაციო პლატფორმას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებისთვის არ სჭირდება რაიმე დამატებითი მოწყობილობა. შესაძლებელია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დავასრულოთ პირდაპირ IPG500 ან IPG1000 თაროებში. სისტემა აღჭურვილია CPU-ზე ჩაშენებული Ethernet კომუტატორით , მედია გეითვეით და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მოდულით. რადგან IPG სისტემას არ სჭირდება გარე Ethernet კომუტატორი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კონვერტორი, აღმოფხვრილია ამ კრიტიკულ კომპონენტებთან დაკავშირებული კვების და ექსპლუატაციის სირთულეები.

განგაში და მართვის დარღვევა
IPG საკომუნიკაციო პლატფორმა აღჭურვილია განგაშის და დაზიანებისას მართვის ინტეგრირებული სისტემით. ეს სისტემა საშუალებას აძლევს სისტემის ადმინისტრატორს, რეალურ დროში უთვალთვალოს და დაარეგისტრიროს სისტემის და ხაზების/პორტების დაზიანებები. დაზიანების პირობებიდან გამომდინარე, განგაში შეიძლება განხორციელდეს გამოძახებების, SMS-ის ან email-ის ინიცირებით და გაგზავნით წინასწარ განსაზღვრულ მიმღებზე ან აუდიოვიზუალური სიგნალის ინიცირებით განგაშის პანელზე. ასევე, შესაძლებელია განაწილებული სისტემების განგაშის მონიტორინგი, განგაშის ინტერფეისის რუკაზე. ოთხი დამატებითი განგაშის შესასვლელის გამოყენებით, IPG საკომუნიკაციო პლატფორმა მოქმედებს როგორც განგაშის საკომუნიკაციო კვანძი იმ სხვა სახის განგაშისთვისაც, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ორგანიზაციის სხვა ისეთი სისტემებიდან, როგორიცაა მაგალითად: უწყვეტი კვების წყარო(UPS), სახანძრო განგაშის სისტემა, დაცვის სისტემა და სხვა.

SNMP
IPG საკომუნიკაციო პლატფორმას გააჩნია მარტივი ქსელის მართვის (Simple Network Management) პროტოკოლის მხარდაჭერა. ცვალებადი რაოდენობის IT მოწყობილობების მქონე ორგანიზაციებისთვის, ყველა ამ, სხვადასხვა სპეციფიკური ინტერფეისიანი მოწყობილობების მართვა, შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან რთული და შრომატევადი. SNMP ადგენს სისტემური ადმინისტრატორების მარტივ პლატფორმას, ყველა მხარდაჭერილი მოწყობილობების IP ქსელით სამართავად.

RADIUS / აქტიური კატალოგის მხარდაჭერა
IPG საკომუნიკაციო პლატფორმა ადვილად ინტეგრირდება RADIUS-თან (Remote Authentication in Dial-In User Service) და აქტიური კატალოგის (Active Directory) სერვისთან.

LDAP-თან ინტეგრაცია
იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გამოიყენებენ LDAP (კატალოგებში შეღწევის გამარტივებული პროტოკოლი - Lightweight Directory Access Protocol) სერვერს არ სჭირდებათ ახალი კატალოგების შექმნა, ან მათი განახლება IPG საკომუნიკაციო პლატფორმისათვის, რომელიც LDAP-ის თავსებადია.

უსაფრთხოება
იმისათვის რომ, უზრუნველყოფილი იქნას საკომუნიკაცო პლატფორმის დაცულობა Karel-ის IPG სერიას გააჩნია შემდეგი ფუნქციების მხარდაჭერა:
• შიფრირება (sRTP, TLS)
• დაცვა DDOS შემოტევისაგან
• პაროლის დაძველება
• სხვადასხვა ექაუნთის დონეები ადმინისტრატორებისათვის

RTP PROXY – დაშორებული IP აბონენტები VPN -ის გარეშე
დაშორებულ IP ტელეფონებთან დაკავშირება NAT-ის (ქსელის მისამართების ტრანსლირება-Network Address Translator) გამოყენებით წარმოადგენს VoIP პლატფორმის ცნობილ სირთულეს. IPG საკომუნიკაციო პლატფორმის RTP proxy ფუნქცია, საშუალებას აძლევს სისტემის ადმინისტრატორს მოახდინოს VoIP კომუნიკაცია სერვერსა და დაშორებულ IP ტელეფონებს შორის NAT-ის საშუალებით და VPN-ის (ვირტუალური კერძო ქსელი) გამოყენების გარეშე.

სპეციფიკაციები

 სისტემის ტევადობა
დამოუკიდებლად კომუტირებადი ერთეული
IPG500: 224 TDM და 500 IP პორტი
IPG1000: 1056 TDM და 2000 IP პორტი (სამი თაროს შემთხვევაში)

მთლიანი IPG პლატფორმა
32000 IP პორტი (სერვერი)
32000 TDM პორტი (IPG500 და IPG1000 თაროების კომბინაცია)

ინტერფეისის მოდულები
ანალოგური სააბონენტო მოდული (FSK გამომძახებლის ID)
ანალოგური ხაზის მოდული (FSK ან DTMF გამომძახებლის ID)
საფირმო ციფრული გაფართოების მოდული
ჰიბრიდული მოდული
E1 სახაზო მოდული (PRI, R2 ან QSIG)
E&M სახაზო მოდული
MGW მოდული (IP და TDM პორტების ურთიერთდასაკავშირებლად)
VRC მოდული (ავტო თანხლების, ხმოვანი ფოსტის და ხმის ლოგებისათვის (გამოძახებების ჩაწერა))
FOC მოდული(ოპტიკურ ბოჭკოვანი კონვერტორი 4 RJ-45-ით და 1 SC კონექტორი)
FCT მოდული (GSM ინტერფეისის მოდული Karel GT40M GSM გეიტვეისთვის)
I/O მოდული (2 ანალოგური გაფართოების პორტი, განგაშის შესასვლელი, კარების გაღება)
მუსიკალური წყაროს კონექტორი, პეიჯერის პორტი, RS232 პორტი

პროცესორი
დამახსოვრებული პროგრამით მართვა (SPC)
განაწილებული პროცესორის არქიტექტურა
სისტემის მაღალი საიმედოობა
არჩევითი CPU სიჭარბე (IPG1000 -თვის)

აპარატურული მახასიათებლები
Ethernet-ის ინტერფეისი: 10/100/1000 Base-TX
IP პროტოკოლები: H. 323 (ხაზისთვის), SIP (ხაზი/აბონენტი)
ანალოგური სააბონენტო ინტერფეისი: გამომძახებლის ID, DP/DTMF სიგნალიზაცია, 12 კჰც გასაზომი იმპულსების გენერირება, პოლარობის ცვლილება, ავტომატური გაძლიერების რეგულირება, ხაზის ავტომატური კონტროლი
ანალოგური ხაზის ინტერფეისი: გამომძახებლის ID, DP/DTMF სიგნალიზაცია, 12/16 კჰც გასაზომი იმპულსების და, პოლარობის ცვლილების დეექტირება
E1 ინტერფეისი: ETSI EN 300 402
PRI ISDN ინტერფეისი: DSS1 (Q921 & Q931) - ETSI EN 300 403
R2 ციფრული ინტერფეისი: DC Loop or Pulse signaling
E&M ინტერფეისი: ტიპები 1/ 2/3/4/5, 2-მავთილიანი/4-მავთილიანი აუდიო შეერთება,
ციმციმი/დაუყოვნებლივ/სიგნალიზაციის დაყოვნება, DP/DTMF ნომრის აკრეფა.
USB: 2xUSB 2.0
კვება: 48 VDC, max 350 ვატი/თარო
კონექტორები: RJ45 (Ethernet, ხაზები / აბონენტები), 623K4 (რელე/მუსიკალური წყარო), RJ11 (RS232), საკონტაქტო ბუდის ტიპი-2 პინიანი(გარე მოწყობილობა)
პერიფერია: სტანდარტული ტელეფონები, Karel სისტემური ტელეფონები (FT20), Karel ციფრული ტელეფონები (ST26, ST30, NT30D, NT10D), Karel DSS მოდულები (DSS20-00,DSS20-28,DSS25-28,DSS3K-24,DSS3L-24), PC/სერიული პრინტერი, განგაში, პეიჯერი
გამოძახებების რეგისტრაციის ჩამონათვალი (CRL): PC ინტერფეისი (LAN ან PC), სერიული პრინტერის ინტერფეისი

პროგრამული მახასიათებლები
სერვერები: ჩაშენებული Proxy, Registrar, Presence & IM
ოპერაციული სისტემა: Linux Suse 12.2
გამოძახებების ჩამონათვალის (CRL) ტევადობა: 7.250.000 (IPG1000 -თვის) – 1.000.000 (IPG500 -თვის)

ფიზიკური მახასიათებლები
IPG500
3U შასი, 19" ან კედელზე სამონტაჟო
268 (w) x 131 (h) x 387 (d) (მმ)
483 (w) x 131 (h) x 387 (d) (მმ) (დამჭერი კრონშტეინების ჩათვლით)
წონა: 7 კგ

IPG1000 (ერთი თარო)
19’’ 3U შასი
440 (w) x 132.5 (h) x 440 (d) (მმ)
480 (w) x 132.5 (h) x 462 (d) (მმ) (კვების ბლოკის ჩათვლით)
წონა: 10 კგ

გარემო პირობები
ტემპერატურა: -5°C დან +40°C, ტენიანობა: 20% დან 80%

სატელეფონო სისტემები

Go to top