სიახლე:
- საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ „Weighline“ მატარებლების მოძრაობაში ასაწონ სისტემაზე მიმდინარეობს „MTS-Line“ სერვერისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საექსპლუატაციო ტესტირება. MTS-Line პროგრამა საშუალებას იძლევა, ვაგონების საიდენტიფიკაციო ნომრები RFID ტექნოლოგიის გამოყენებით სრულიად ავტომატურად განისაზღვროს. ხოლო, ვაგონებზე RFID ტეგის (ეტიკეტის) არარსებობის შემთხვევაში, სისტემა ნომრების იდენტიფიკაციას ახდენს ასაწონი სექტორის ორივე მხარეს დამონტაჟებული ვიდეოკამერების მეშვეობით.
- ჩვენ შევქმენით ახალი ჰოსპიტალიტი TV-ის სერვერი „MTS-TV“, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ზომის სასტუმროს, სავადმყოფოსა და ტურისტული ობიექტებისთვის. MTS-TV ის საშუალებით შესაძლებელია სამაუწყებლო ქსელის IP ნაკადის არსებული პროტოკოლების გარდაქმნა, სხვადასხვა IPTV სისტემის ინტეგრირება, VOD-ის (Video on demand - ვიდეო მოთხოვნით) ატვირთვა და სხვა ინტერაქტიული TV-ის ფუნქციების შესრულება. სერვერი განკუთვნილია Android TV ტელევიზორებთან სამუშაოდ, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჰოსპიტალიტი TV-ის ფუნქციონალის მისაღებად თავიდან აიცილოს ძვირადღირებული სპეციალიზებული ტელევიზორების შესყიდვა.
IPG500 საკომუნიკაციო პლატფორმა
KAREL IPG წარმოადგენს მოდულურ, სერვერზე დაფუძნებულ IP საკომუნიკაციო პლატფორმას, რომელიც განკუთვნილია საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის. IPG500 საკომუნიკაციო პლატფორმა პასუხობს სხვადასხვა სახის ინტერფეისების მოთხოვნებს და ახდენს IP ინფრასტრუქტურის ინტეგრირებას ჰიბრიდულ და ტრადიციონალურ TDM ქსელებთან.
მიმღები IP კარიბჭე
სატელიტური მიმღების IP კარიბჭე წარმოადგენს საუკეთესო კლასის კარიბჭის (Gateway) უნივერსალურ პლატფორმას, ციფრული ტელევიზიის მფლობელებისთვის და IPTV ოპერატორებისთვის. მულტიპლექსორის (MUX) ფუნქციით; ASI in/out შეიძლება გამოყენებულ იქნას asi-qam აპლიკაციისთვის; სხვადასხვა სახის რადიოსიხშირეების (RF) მულტიპლექსირების შესაძლებლობა; LCD ეკრანი IP მისამართის შემოწმებისთვის და განგაშის შემთხვევაში გაფრთხილებისთვის რეალურ დროში.
სასტუმროს ტელეფონები
მინიტელსი არის "Karel"-ის და "AEI Communications"-ის წარმომადგენელი საქართველოში და გთავაზობთ თანამედროვე, იშვიათ და მაღალტექნოლოგიურ IP და ანალოგურ სასტუმროს ტელეფონებს, რომლებიც დონის მაჩვენებელია სასტუმროებისთვის და ამავე დროს მოხერხებულია მომხმარებლებისთვისაც. ჩვენს ტელეფონებს გააჩნიათ თანამედროვე დიზაინი. ისინი სრულად აკმაყოფილებენ და ხშირად აღემატებიან კიდეც სასტუმროს მეპატრონეების მოლოდინებს მთელს მსოფლიოში.