GT10M-P GSM კარიბჭე (გეითვეი)
გეითვეი PBX და GSM ქსელს შორის ეკონომიკურად ეფექტური კომუნიკაციისათვის |
GT10M-P მოქმედებს როგორც ხიდი PBX-სა და GSM ქსელს შორის, იმისათვის რომ, კომპანიის PBX-თან მიერთებული ტელეფონებიდან მობილურ ტელეფონებზე გაკეთებული გამოძახებებისათვის უზრუნველყოს იაფი GSM ტარიფი.
- შესაძლებელია PBX-თან მერთებული ტელეფონებიდან, თანამშრომლების მიერ განხორციელებული GSM გამოძახებებისათვის დიდი ფასდაკლების მიღწევა.
- იმ თანამშრომლებს, რომლებიც იმყოფებიან ოფისის გარეთ, შეუძლიათ ისარგებლონ იგივე ფასდაკლებით სატელეფონო გამოძახებებზე, რომლებიც ხორციელდება მათი მობილური ტელეფონებიდან მათ კომპანიაში.
- იმ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ მრავალი ფილიალი, ან აქვთ დიდი რაოდენობის საქალაქთაშორისო გამოძახებები, ფიქსირებული ხაზების გამოყენებით საქალაქთაშორისო გამოძახებების სანაცვლოდ, GSM-დან GSM-ზე განხორციელებული გამოძახებებით შესაძლებელია არანაკლებ 80%-ით დანახარჯების შემცირება.
- GT10M-ს სტანდარტულად (by default) გააჩნია ერთი GSM მოდული.
- ტევადობა შეიძლება დაწყვილდეს დამატებითი GSM მოდულის დამატებით.
- პოლარობის ცვლილების ფუნქცია იძლევა ხაზის პოლუსების რევერსის და ამავე დროს, ამ ცვლილების ხაზთან მიერთებული მოწყობილობით (PBX-ით) მისი დეტექტირების საშუალებას. ეს გვიცავს ისეთი პრობლემებისაგან, როგორიცაა "ყურმილის დაკიდება" ხაზზე.
- სმარტ (Smart) უკუგამოძახების ფუნქციის წყალობით, თუ აბონენტი GT10M-ის გამოყენებით განახორციელებს GSM გამოძახებას და გამოძახებელი აბონენტი ყურმილს არ აიღებს, მაშინ, როცა გამოძახებული აბინენტი მოახდენს უკუგამოძახებას და აკრეფს მის მობილურ ტელეფონში დაფიქსირებულ ამ გამოტოვებული გამოძახების ნომერს, გამოძახება ავტომატურად გადამისამართდება იმ აბონენტთან (ოპერატორის მაგივრად), რომელმაც მოახდინა საწყისი გამოძახება.
- მისი კომპანიის ნომერზე განხორციელებული გამოძახება დაფიქსირდება მის ტელეფონზე, როგორც გამოტოვებული უკუ გამოძახება. გამოძახება არ გადამისამართდება ოპერატორთან.
პროგრამული ფუნქციები
GT SMS სერვერის პროგრამული უზრუნველყოფა არის Windows-ზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც თავიდან ინსტალირდება პერსონალურ კომპიუტერზე. შემდეგ სხვა კომპიუტერის მომხმარებლებს, რომლებიც ერთსა და იმავე ქსელს უზიარებენ GT SMS კომპიუტერს, შეუძლიათ გაგზავნონ / მიიღონ SMS და ოპერატორის სამაუწყებლო შეტყობინებები. GT SMS სერვერის პროგრამით შესაძლებელია ბიზნესის სრული SMS ტრეფიკის მართვა. კომპანიის საკომუნიკაციო ხარჯები მცირდება, რადგან SMS გაგზავნა იაფია, ვიდრე ზარი. ასევე შესაძლებელია SMS– ების გაგზავნა სარეკლამო და ინფორმაციული შეტყობინებების გაგზავნის მიზნით. გამოკითხვების ჩატარება და მომხმარებლების ხმების მიღება შესაძლებელია SMS შეტყობინებების საშუალებით.
- POP3 და SMTP სერვერი მუშაობს პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ამრიგად, ეს პროგრამა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაგზავნონ SMS შეტყობინებები და მიიღონ შემომავალი SMS და ფიჭური სამაუწყებლო შეტყობინებები (CBM).
- SMS სერვერის პროგრამული უზრუნველყოფა უნაწილებს შემომავალ SMS შეტყობინებებს შესაბამის მომხმარებლებს განსაზღვრული წესების მიხედვით (შემომავალი შეტყობინებების წესები).
- ასევე საშუალებას აძლევს, რომ "სპამი" SMS შეტყობინებები წაიშალოს გარეშე მომხმარებლისთვის განაწილების გარეშე, განსაზღვრული წესების შესაბამისად (შემომავალი შეტყობინებების წესები).
- იგი განსაზღვრავს, თუ რომელი GSM მოდულისგან გაგზავნის შეტყობინებას (LCR) განსაზღვრული წესების შესაბამისად.
- საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადასცეს ფიჭური სამაუწყებლო შეტყობინებები (ინფორმაციული შეტყობინებები) მათი თემების ნომრების მიხედვით.
- გადაგზავნის SMS შეტყობინებების გაგზავნის სტატუსს (გაგზავნილი / არ გაგზავნილი / მიღებული / არ მიღებულა) სურვილისამებრ.
ტექნიკური ფუნქციები
- GSM მოდულის გამოყენების გამო, არ არის საჭირო გარე მობილური შეერთება.
- თავსებადია ნებისმიერი ბრენდის PBX-თან, რომელსაც გააჩნია ანალოგური გარე ხაზის ინტერფეისი.
- ორზოლიანი GSM მოდულის გამოყენების წყალობით, გააჩნია 900მჰც და 1800 მჰც GSM ქსელის მხარდაჭერა.
- უკავშირდება PBX-ის გარე ხაზებს. ასევე შესაძლებელია მოწყობილობის გამოყენება ტელეფონთან პირდაპირ დასაკავშირებლად.
- ამისამართებს ზარებს GSM ქსელიდან PBX-ზე.
- აგზავნის მიღებული ზარის აბონენტის ID ინფორმაციას GSM ქსელიდან ანალოგური ხაზის ინტერფეისში.
- შესაძლებელია სატელეფონო წიგნის შექმნა მისი სწრაფი აკრეფის მეხსიერების წყალობით.
ფიზიკური მახასიათებლები
- ზარის ძაბვა: 66 ვოლტი,მწმ / 25 ჰც
- 1 ანალოგური ხაზის ინტერფეისი (შეიძლება მიუერთდეს PBX-ის გარე პორტი ან ტელეფონი)
- კვების კონექტორი: RJ-45 /8-კონტაქტიანი
- ხაზია წინაღობა: 2400 ომი (ტელეფონის ჩათვლით)
- ხაზზე ძაბვა: -48 VDC
- გამომძახებლის იდენტიფიკაციის ფორმატი: ETSI/Bellcore FSK
- ზომები: 23 სმ X 5 სმ X 14.5 სმ
- მუშაობის პირობები: 0 დან 45 °C, 20% დან 80% ტენიანობა