Select your language

IP TV მოწყობილობები

ლეპტოპების, მობილურების, ტაბლეტების, სმარტ TV-ს და სხვა ვიდეო მოწყობილობების შემოღწევამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, წარმოშვა ვიზუალური კონტენტის შემცველი სიგნალების შენობების ლოკალურ კომპიუტერულ ქსელებში გადაცემის აუცილებლობა. ინტერნეტ პროტოკოლზე დაფუძნებულ ტელევიზიას (IPTV) გააჩნია კომპიუტერულ ქსელებში განაწილების მოქნილი შესაძლებლობები და უზრუნველყოფს დამატებით ინტერაქტიულ ფუნქციებს.

IPTV არის მედია კონტენტის, ვიდეოების ან სამაუწყებლო ტელევიზიის მიწოდება IP ქსელის საშუალებით. IPTV სათავო სადგურები (Headend), სხვა მოწყობილობები და პროგრამული გადაწყვეტები უზრუნველყოფენ სატელევიზიო სიგნალების IP ნაკადში გადაცემის (სტრიმირების) საშუალებას, როგორც DBS სატელიტებიდან, მიწისზედა ანძებიდან და საკაბელო TV (CATV) ქსელიდან, ასევე გარე DVB წყაროებიდან ASI ინტერფეისის საშუალებით.

IPTV სტრიმინგი გამოიყენება სატელევიზიო სიგნალების მისაწოდებლად: საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში, სასტუმროებში, სავადმყოფოებში, სტადიონებზე . . . და ხშირად ინტეგრირებულია ინტერაქტიულ სერვისებთან.

სასტუმროებზე და ზოგიერთ სხვა დაწესებულებებზე მორგებული სატელევიზიო სერვისების დანერგვის მიზნით, რეკომენდებულია თანამედროვე IPTV Hospitality სისტემები,რომლებშიც ინტეგრირებულია ინფორმაციული, გასართობი და სპეციფიკური სერვისების მიწოდება არსებული Ethernet ქსელის საშუალებით.

ეს უზრუნველყოფს სასტუმროს ბრენდინგის და შემოსავლების გაზრდას და აუმჯობესებს სტუმრების მომსახურების ხარისხს ისეთი სერვისების მიწოდებით, როგორებიცაა: დაშიფრული არხები, შეკვეთები, ადგილობრივი ამინდის პროგნოზი, ბილეთების დაჯავშნა, ოთახის მომსახურების სტატუსის განსაზღვრა და ბევრი სხვა.

 

 

IPTV სისტემის დიაგრამა DIBSYS–ის აპარატურის გამოყენებით

 

Drawing1.ka

 


 

 

IPTV კარიბჭეები

 

24 FTA DVB-S2

       
მიმღები IP კარიბჭე