მინიტელსის შესახებ
შპს მინი ტელესაკომუნიკაციო სისტემები დაარსდა 1998 წელს ქ. თბილისში. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს: ორგანიზაციების, საწარმოების . . და ოფისებისთვის, მცირე და საშუალო ტევადობის კავშირგაბმულობის და სხვა ტექნოლოგიური სისტემების პროექტირება, აპარატურის მიწოდება, მონტაჟი და სერვისული მომსახურება.
დაარსებიდან დღემდე, ჩვენს მიერ განხორციელებული იქნა სხვადასხვა სახის პროექტები და დაგროვდა დიდი პროფესიული გამოცდილება. გარდა ამისა, დამყარებული იქნა მჭიდრო კავშირები კავშირგაბმულობის და სხვა მოწყობილობების მწარმოებელ რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან. ზოგიერთ მათგანში, ფირმის ინჟინრებმა გაიარეს სტაჟირების კურსები, რის საფუძველზეც „მინიტელსს“ გააჩნია შესაბამისი სერთიფიკატები.
ამჟამად, ჩვენ წარმოვადგენთ რამდენიმე უცხოურ კომპანიას საქართველოში, მათ შორის:
- ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობების და სისტემების მწარმოებელი ფირმა - KAREL Electronics Corporation (www.karelel-ectronics.com); ჩვენ წარმოვადგენთ კომპანია Karel-ის ექსკლუზიური წარმომადგენელს საქართველოში და გთავაზობთ დღესათვის არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს ბიზნეს ტელეკომუნიკაციის სფეროში.
- საკონფერენციო სისტემების მწარმოებელი ფირმა - SAMCEN (www.samcen.com). ჩვენ წარმოვადგენთ კომპანია Samcen-ის ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში და გთავაზობთ, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ საკონფერენციო სისტემებს, როგორც საკონფერენციო დარბაზების, ასევე, კონფერენც-გამოძახებებისათვის.
- ციფრული ტელევიზიის, მათ შორის საკაბელო სატელევიზიო სიგნალების მიღების და გავრცელების სპეციალიზირებული მოწყობილობების და ახალი თაობის ფართოზოლოვანი ქსელის აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია -Dibsys Technologies (Hangzhou HAOXUN Technologies Co., Ltd) (www.dibvisions.com). ჩვენ ვართ Dibsys-ის დისტრიბუტორი საქართველოში.
- მოძრავი სავაგონო შემადგენლობების ასაწონი კომპიუტერული სისტემების მწარმოებელი ფირმა - RAILWEIGHT (www.averyweigh-tronix.com/railweight/); ჩვენ წარმოადგენს კომპანია Railweight-ის ექსკლუზიურ წარმომადგენელს ამიერკავკასიაში. Railweight როგორც ბრენდი გახლავთ მსოფლიოში ნომერ 1 მწარმოებელი თავის სფეროში.
დაარსებიდან 25 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ შესრულებული იქნა აღნიშნული პროფილის სამუშაოები რამდენიმე ათეულ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.