Select your language

სატელეფონო სისტემები

DECT სისტემები

DECT(Digital Enhanced Cordless Telecommunications - უკაბელო ციფრული გაფართოებული ტელეკომუნუკაცია) არის ციფრული უკაბელო ტექნოლოგია, რომელიც თავიდან წარმოიშვა ევროპაში, თუმცა ახლა გამოიყენება მთელს მსოფლიოში. შიდა უკაბელო კომუნიკაციის ეს გადწყვეტა საშუალებას აძლევს თანამშრომლებს გახდნენ მობილურები კომპანიის შიგნით და არ გამოიყენონ ფასიანი გამოძახებების და შედარებით დიდი გამოსხივების მქონე მობილური ტელეფონები.

DECT-ი წარმოადგენს რადიო ტექნოლოგიას ხმის და მონაცემების გადაცემისათვის (უკაბელო ტელეფონები ოფისებში და უკაბელო სატელეფონო ხაზი სახლის პირობებშიც).

უკაბელო IP DECT ტელეფონები ზრდიან თანამშრომლების მობილურობას ოფისის თუ კომპანიის შიგნით და შესაბამისად ზრდიან კომპანიის ეფექტურობას. კომპანიების მოთხოვნების მიხედვით არსებობს სხვადასხვა სახის IP DECT ტელეფონები IP PBX სისტემებისათვის, რომლებიც დაფუძნებულია DECT, WiFi და GSM ტექნოლოგიებზე.

ჩვენს IP DECT სისტემას გააჩნია, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული DECT სტანდარტების მხარდაჭერა და ასევე, ამ სეგმენტში ჯერ არნახული მასშტაბურობა. ეს საშუალებას იძლევა თანდათანობით გაფართოვდეს სისტემა 1-დან 40 საბაზო სადგურამდე და 200 მომხმარებლამდე. მინიტელსი გთავაზობთ დასრულებულ "გასაღების ქვეშ" გადაწყვეტას, პროექტირებისა და ინსტალაციის ჩათვლით და ასევე, მაღალი ხარისხის ფერად ეკრანიან CAT-iq მობილურ ყურმილს (DECT ტელეფონს), რომელიც უზრუნველყოფს ფართოზოლოვან აუდიო კავშირს საბაზო სადგურებთან ერთად.

IPDECT Diagram 1

IP DECT Diagram 3

IP DECT სისტემის ინტეგრაცია შიდა სატელეფონო და ლოკალურ კომპიუტერულ ქსელში

IP DECT სისტემა შეიძლება გაფართოვდეს დაშორებული აბონენტებისათვისაც ინტერნეტის გამოყენებით.

DB260 

DB260 IP DECT საბაზო სადგური

   DE260

DE260 IP DECT მობილური ყურმილი

 

DB211

 

DB211 IP DECT საბაზო სადგური

 

DE242 DE243

 

DE242(243) IP DECT ხელის მობილური

200 ყურმილის რეგისტრირება
40 აბაზო სადგური - 1 PBX სისტემაზე
176x220 პიქ. ფერადი ეკრანი
10000 ხელის მობილურის რეგისტრირება
1000 საბაზო სადგური - 1 PBX სისტემაზე
ფერადი ეკრანი