Select your language

SCS 7310   

 SCS-7310

 

ვიდეო საკონფერენციო ტერმინალი

SCS-7310 წარმოადგენს სამაგიდო ვიდეოსაკონფერენციო ტერმინალს, ინტეგრირებული PTZ (Pan–tilt–zoom) კამერით. მას გააჩნია განსაკუთრებით მაღალი ვიდეო და აუდიო მახასიათებლები და არაჩვეულებრივი ქსელური ადაპტაცია, SCS-7310 იძლევა სრულყოფილი ვიდეოკონფერენციის განცდის შეგრძნებას.

პროდუქტის ძირითადი მაჩვენებლები

- განსაკუთრებული ვიდეო/აუდიო ხარისხი
ჩაშენებული ეფექტური H.264 ვიდეო კოდეკით და ფართოზოლოვანი ხმის დამუშავების ტექნოლოგიით, რომლებიც ინტეგრირებულია ვიდეოს ინტელექტუალური ოპტიმიზაცის (Video Intelligence Optimization) და კოდირების წესების რეგულირების  (Coding Policy Adjustment) ტექნოლოგიებთან, SCS-7310 საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი ხარისხის აუდიოვიზუალური ინფორმაცია ნებისმიერი გატარების ზოლის გარემოში, მათ შორის შეზღუდული ატვირთვის სიჩქარის დროსაც ADSL ქსელებში.

- ეფექტური დისტანციური თანამშრომლობა
ეს მიიღწევა ძალიან მარტივად, თქვენი ლეპტოპიდან მაღალი გარჩევადობის გამოსახულების გაზიარებით მრავალ სხვა დაშორებულ ადგილთან, ვიდეო საკომუნიკაციო არხების გავლით. ყველა მონაწილეს შეუძლია დაათვალიეროს თქვენი საპრეზენტაციო სლაიდები, სურათები, ელექტრონული ცხრილები, ან დოკუმენტები და ამავდროულად უცქიროს თქვენს მოლაპარაკე გამოსახულებას. მაყურებლებს შეუძლიათ გამოიყენონ PIP (Picture-in-picture - სურათი-სურათში) რეჟიმი ერთი ტელევიზორით, ან გამოიყენონ ტელევიზორი და პროექტორი დამოუკიდებლად.

- ძლიერი ქსელური ადაპტაცია 
მძლავრი IPLR (Intelligent Packet Loss Recovery - პაკეტების დაკარგვის ინტელექტუალურად აღდგენა), დინამიკური სიჩქარის მორგების (Dynamic Rate Adjustability) და QoS ოპტიმიზირებული ტექნოლოგიებით, ვიდეოტერმინალს შეუძლია ავტომატურად მოერგოს ქსელის სხვადასხვაგვარ გარემოს და უზრუნველყოს კონფერენციის დაწყება ინტერნეტის ქსელის არასასურველ პირობებშიც. SCS-7310 ასევე შეიცავს ჩაშენებულ პროქსი სერვერს, რომელიც საშუალებას იძლევა ავაწყოთ traversal-ი NAT (Network address translation - ქსელის მისამართების ტრანსლირება) და ფაირველის (firewall) გავლით, სხვა დამატებითი მოწყობილობების გარეშე. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ სწრაფად ააწყოთ მაღალი უსაფრთხოების ინტერნეტ კავშირზე დაფუძნებული ქსელი.

- უსაფრთხოების ინტენსიური ფუნქციები
კონფერენციის ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად, SCS-7310-ს გააჩნია 128-ბიტიანი მაღალი საიმედოობის შიფრირების მექანიზმი. დამატებით, არაავტორიზებული წვდომისაგან სისტემის დასაცავად, ის შეიცავს სპეციალურ ჩიპზე დაფუძნებულ ჩაშენებულ არქიტექტურულ დიზაინს და მკაცრ ავტორიზაციის და იდენტიფიკაციის ამოცნობის პოლისს.

- სატელეფონო გამოძახება
SCS-7310 უზრუნველყოფს მომხმარებელს შემომავალი/გამავალი სატელეფონო გამოძახების შესრულების ფუნქციით. მათ, ვინც არ იმყოფება კონფერენციის ადგილზე, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში ფიქსირებული ხაზის ტელეფონის, ან, მობილური ტელეფონის გამოყენებით. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ტელეკონფერენციის ავტონომიური ტერმინალი.

- კონფერენციის მულტიმაუწყებლობა (Multicast)
SCS-7310-ს გააჩნია მულტისამაუწყებლო კონფერენციის ფუნქციის მხარდაჭერა, რომელიც  პირდაპირს (live) ხდის კონფერენციას LAN -ის მომხმარებლისათვის. ამ გზით,  იმ მონაწილემ, რომელიც არ იმყოფება კონფერენციისთვის მითითებულ მისამართზე, შეუძლია უყუროს კონფერენციას ოფისის პერსონალური კომპიუტერიდან.

- მარტივი და მოხერხებული გამოყენების დროს
SCS-7310 არის კომპაქტური და მოდური დიზაინის პროდუქტი, ჩაშენებული მაღალი წარმადობის PTZ კამერით. გარდა ამისა, კომპლექტში მიეწოდება მაღალი ხარისხის ყველამიმართულებიანი მიკროფონი. მონტაჟი მარტივია და შეიცავს SCS-7310 -ის შეერთებას ტელევიზორთან, დისპლეისთან, ან პროექტორთან და ქსელთან. SCS-7310 უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მოსახერხებელ გრაფიკულ ინტერფეისს. მისი დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით, შესაძლებელია როგორც კონფერენციის ინიცირება, ასევე მაგალითად სატელეფონო გამოძახების შესრულება.

- სტანდარტების ჩამონათვალი
სისტემის სტანდარტი: H.323,SIP
ვიდეო სტანდარტი:H.263, H.263+ H.264, H.264 High Profile, MPEG-4
აუდიო სტანდარტი: G.711、G.719、G.722、G.722.1 Annex C / Polycom Siren14, G.728, G.729, MP3, MPEG4-AAC(LC/LD) 
ქსელის პროტოკოლები: TCP/IP, Telnet, HTTP, FTP, SNMP, DHCP, RTP/RTCP 

- ვიდეო ფუნქციები
ვიდეო ლოკალური ექოს, რეგულირებადი სიკაშკაშის, გაჯერების, კონტრასტის მხარდაჭერა

- ორმაგი ვიდეო ნაკადი
H.239 სტანდარტული ორმაგი ვიდეო პროტოკოლის მხარდაჭერა. ერთ-ეკრანიანი ორმაგი დისპლეის,ორ-კრანიანი ორმაგი დისპლეის მხარდაჭერა, Support დინამიკური ორმაგი ნაკადის/სტატიკური ორმაგი ნაკადის მხარდაჭერა, ორპუნქტიანი ან მრავალმხრივი (მრავალპუნქტიანი) კონფრენციის და გატარების ზოლის მართვის მხარდაჭერა

- აუდიო ფუნქციები
აუდიო დისკრეტიზაციის სიხშირე: 48კჰც、აკუსტიკური ექოს ჩამხშობი (AEC - Acoustic Echo Cancelling), აუდიო შეტყობინება სისტემa (ANS -Audio Notification System), გაძლიერების ავტომატური რეგულირება (AGC - Automatic Gain Control), ავტომატური ტუჩების სინქრონიზაცია (ტუჩებით სინქრონიზაცია ფონოგრამასთან - Lip Synchronization), სიჩუმისა და მინჯის (mute) რეჟიმების კონტროლი

- ტიტრები/ბანერი/ლოგო
მოკლე შეტყობინების მხარდაჭერა, ტიტრების გადახვევის მხარდაჭერა და გადაფურცვლა, ტიტრების ჩატვირთვის მხარდაჭერა, ლოგოს დაყენების მხარდაჭერა;

- საკონფერენციო ფუნქციები
ორპუნქტიანი ან მრავალმხრივი (მრავალპუნქტიანი) კონფრენცია. შესაძლებელია მიმართვა კონფერენციაში მონაწილეობაზე, აზრის გამოთქმაზე, თავმჯდომარეობაზე, მელოდიის შესრულებაზე . . . E.164 ნუმერაციის, ფსევდონიმის (alias), IP მისამართზე დარეკვის მხარდაჭერა 

- უსაფრთხოება
დაფუძნებულია H.235 კონფერნციის შიფრირებაზე. კონფერენციის პაროლი. ლოკალური ლოგი და ჩაშენებული ავტორიზაციის Firewall-ი. H.235 გეითკიფერის პაროლის იდენტიფიკაციის მხარდაჭერა

- ენა
ინგლისური

- ობიექტივი გაშლილი კუთხით
გაშლილი კუთხით ობიექტივი შეიძლება გამოყენებული იქნას მცირე და საშუალო სიდიდის საკონფერენციო დარბაზებში


- კოდირების შესაძლებლობა
მაქსიმუმ 1080პიქს. 30 კადრი/წმ + UXGA30 (Ultra Extended Graphics Array)/ 1080პიქს. 30 კადრი/წმ კოდირების მხარდაჭერა


- დეკოდირების შესაძლებლობა
მაქსიმუმ 1080პიქს. 30 კადრი/წმ + UXGA30 (Ultra Extended Graphics Array)/ 1080პიქს. 30 კადრი/წმ კოდირების მხარდაჭერა

 7310image

 

PDF downlaod3

     SCS-7310 . . . > >

IPG საკომუნიკაციო სერვერი
IP პლატფორმაზე დაფუძნებული Karel IPG საკომუნიკაციო სერვერი შეიძლება დაკონფიგურდეს: როგორც სოფტსვიჩი, კომპაქტური IP სისტემა ინტეგრირებული მედია გეიტვეით, ან, მედია გეიტვეის თაროს და სერვერის კომბინაცია
MS38 და MS26 სერიის PBX-ები
MS38 და MS26 სერიის PBX-ები უზრუნველყოფს საკომუნიკაციო გადაწყვეტების ფართო არჩევანს მცირე ბიზნესის და სახლისათვის, ტევადობით 4 გარე ხაზი / 8 შიდა აბონენტი და 2 გარე ხაზი / 6 შიდა აბონენტი.
VP129 ვიდეო ტელეფონი
Karel VP129 Android ვიდეო ტელეფონი 16 VoIP ანგარიშის გამოყენების შესაძლებლობით, მომხმარებელთა ფართო სპექტრს სთავაზობს თანამედროვე და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს კომუნიკაციის პროცესებისთვის ბიზნეს სფეროში.
IP138 და Exp43
IP138 არის Karel-ის ყველაზე ახალი ინოვაციური IP ტელეფონი სწრაფად ცვალებადი საკომუნიკაციო სამყაროსთვის. განკუთვნილია ბიზნესში, ინდუსტრიაში და კომერციაში ყოველმხრივი გამოყენებისთვის.
სასტუმროს ტელეფონები
ინდივიდუალურად მოთხოვნილი წინა პანელი სასტუმროს ლოგოთი, მისამართით, აკრეფის ინსტრუქციით და სხვა მოთხოვნილი ინფორმაციით.
IP TV მოწყობილობები
IPTV არის მედია კონტენტის, ვიდეოების ან სამაუწყებლო ტელევიზიის მიწოდება IP ქსელის საშუალებით. IPTV სათავო სადგურები (Headend), სხვა მოწყობილობები და პროგრამული გადაწყვეტები უზრუნველყოფენ სატელევიზიო სიგნალების IP ნაკადში გადაცემის (სტრიმირების) საშუალებას, როგორც DBS სატელიტებიდან, მიწისზედა ანძებიდან და საკაბელო TV (CATV) ქსელიდან, ასევე გარე DVB წყაროებიდან ASI ინტერფეისის საშუალებით.
საკონფერენციო დარბაზი
Samcen-ის მიერ წარმოებული, მთლიანად ციფრული და უსადენო ინფრაწითელი ინტელექტუალური საკონფერენციო სისტემები, ვიდეოთანხლებით და სინქრონული თარგმანით.
Weighline - ასაწონი სექტორი
Weighline არის მატარებლების ასაწონი ახალი თაობის ელექტრონული სისტემა, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს სარკინიგზო ვაგონებს და განსაზღვრავს მათ წონებს 200 კმ/სთ-მდე სიჩქარის ფარგლებში
Weighline - ოპერატორის კაბინა
აწონვის შედეგები შეიძლება წავიკითხოთ ეკრანზე, დავბეჭდოთ და გადავცეთ მთავარ კომპიუტერზე LAN-ის ან ინტერნეტის საშუალებით

მინიტელსის (მინი ტელესაკომუნიკაციო სისტემები) საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს: ორგანიზაციების, საწარმოების . . და ოფისებისთვის, მცირე და საშუალო ტევადობის კავშირგაბმულობის და სხვა ტექნოლოგიური სისტემების პროექტირება, აპარატურის მიწოდება, მონტაჟი და სერვისული მომსახურება.

karellogo1 raillogo1 Samcen logo1 terra logo